1747422287
გია აბაშიძე: 2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ „დემოკრატიას იცავდნენ" და ახლა „ავტოკრატიაა", ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 19 მაისის სხდომაზე, 2011-ის 26 მაისის ეგზეკუციონერთა მსხვერპლთა მცირე ნაწილის ხელახლა მონათხრობი უმნიშვნელოვანესი შეხსენებაა საღად მოაზროვნე აბსოლუტური უმრავლესობისთვის - "ნაცები" არ უნდა დაბრუნდნენ, მათი შავბნელი პარტიებიც ასალაგმია და იმ რეჟიმის ყველა არაკაცმა პასუხი უნდა აგოს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ „დემოკრატიას იცავდნენ" და ახლა „ავტოკრატიაა", ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა.
„2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ „დემოკრატიას იცავდნენ" და ახლა „ავტოკრატიაა", ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა.ნაცრეჟიმის დროს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში ვმუშაობდი პოლიტიკურ მრჩევლად და დეტალურად ვიცნობდით საქართველოს გავერანებულ მოქალაქეთა საქმეებს. ბრიუსელში იგზავნებოდა ყოვლისმომცველი ანგარიშები ჩემი ევროპელი კოლეგების მხრიდან, თუმცა ადეკვატური რეაგირება ჯალათი სააკაშვილის დღემდე მადიდებელი ევროკრატებისგან არ ჩანდა. ეს ახლაც ნათელია იმ უზნეო დასავლელი აქტორებისგან, რომლებიც უარგუმენტოდ აკრიტიკებენ საქართველოს ინტერესების დამცველ „ქართული ოცნებას" და მისტირიან მონა-მორჩილ „ნაცმოძრაობას".პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 19 მაისის სხდომაზე, 2011-ის 26 მაისის ეგზეკუციონერთა მსხვერპლთა მცირე ნაწილის ხელახლა მონათხრობი უმნიშვნელოვანესი შეხსენებაა საღად მოაზროვნე აბსოლუტური უმრავლესობისთვის - „ნაცები" არ უნდა დაბრუნდნენ, მათი შავბნელი პარტიებიც ასალაგმია და იმ რეჟიმის ყველა არაკაცმა პასუხი უნდა აგოს!“ - წერს აბაშიძე.