ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
1760646757
გერმანიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, გერმანიის პარლამენტის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას შეკითხვებით მიმართა. ფრაქცია დაინტერესდა, რა ინტესივობით ხვდება ელჩი საქართველოში ოპოზიციურ ჯგუფებს ან პოლიტიკოსებს, აგრეთვე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, ბუნდესტაგის დეპუტატები ფედერალური მთავრობისგან ითხოვენ განმარტებას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანელმა დიპლომატმა უძრავი ქონება ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან იქირავა.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას შემდეგი შეკითხვებით მიმართა:
- ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა პეტერ ფიშერმა, ძვირად ღირებული უძრავი ქონება იქირავა ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან?
- რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ბატონი პეტერ ფიშერი ბოლო ათი კვირის განმავლობაში? არსებობდა თუ არა კონკრეტული მიზეზები ამ შეხვედრების გამართვისთვის და თუ კი - რა კონკრეტული მიზეზი?
- რა მიზეზებით გაიმართა ეს შეხვედრები, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდებოდა?
- რამდენჯერ შეხვდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ბატონი პეტერ ფიშერი, ბოლო თორმეტი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს?
- ფედერალური მთავრობის შეფასებით, რამდენად შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ელჩის აღნიშნული შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებას?