ავარიის შედეგად ერთი ოჯახის 8 წევრი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი და ორსული დედა - უცხოეთი
1760643320
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით. 500 კაცით მათ რესურსი ვერ ექნებათ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას.
„ჩვენ აქ კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ. არ შეიძლება, უცხოელმა აგენტებმა ასეთი ხანგრძლივი დროით სცადონ საბოტაჟის განხორციელება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, რეაგირება გვექნება, ძალაც საკმარისი გვაქვს. მათ ძალა საერთოდ არ აქვთ. ძალა რაში შეიძლება გამოიხატებოდეს - ერთი, რომ რესურსი უნდა გქონდეს, მათ შორის, ძალადობრივი და ა.შ. ესეც გავუნულეთ და მეორე - მთავარი რაც არის, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გავიმეორეთ 1 100 000-ზე მეტი ხმა არჩევნებში.
ამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას. რაც შეეხება ოპოზიციას, წლევანდელ არჩევნებში იმის მესამედის მობილიზებაც ვერ მოახერხეს, რაც თუნდაც შარშან. ასეთ პირობებში არ აქვთ არავითარი ძალა, არც ხალხის მხარდაჭერა არ უმაგრებს მათ ზურგს და არც რაიმე სხვა რესურსი. ერთადერთი ძალა აქვთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც არის, სხვა არაფერი, თუ არა 51-ე აკაცუკი. იმ 50 უცხოელი აგენტისგან არაფრით არ განსხვავდებოდა ეს 51-ე ადამიანი. ამიტომ, რა რესურსია ეს, არაფერი რესურსი არ არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო აქციაში“, - განაცხადა პრემიერმა.