გელა გელაძე: უნდა გავიხსენოთ და არასდროს დავივიწყოთ ის გმირი პოლიციელები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და პროფესიული მოვალეობის შესრულებას შესწირეს თავი

გელაძე

დღეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ და არასდროს დავივიწყოთ ის გმირი პოლიციელები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას და პროფესიული მოვალეობის შესრულებას თავი შესწირეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მათ მიერ გაღებული ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია. დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ვუხდი მადლობას მათ მშობლებს, საამაყო შვილებს! ჩვენ ყოველთვის მათი ოჯახების გვერდით ვიქნებით!", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.