განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ კომიტეტის წევრებს კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები გააცნო.

„ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (3 წელი – VII- IX კლასები) და საშუალო (2 წელი – X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი – XII კლასი). ამასთან, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.