ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
"დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საპარლამენტო კავშირების შემდგომი განვითარებისადმი ჩვენს ერთგულებას რთული გლობალური გარემოს ფონზე, სადაც პარტნიორობა და ურთიერთგაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე." - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, სლოვაკ კოლეგასთან პირისპირ შემხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მან სლოვაკეთის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და აღნიშნა რომ ეს მხარდაჭერა ფასეულია. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ საერთო ერთგულებას.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, მან ხაზი გავუსვა კონსტრუქციული დიალოგისადმი საქართველოს ერთგულებას.
"საქართველო მტკიცედ დგას ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის სადარაჯოზე. ნამდვილი ევროპული ღირებულებები, მათ შორის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციული ოჯახური ღირებულებები და ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი საზოგადოებების ინტერესებს. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.
ასევე, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გავუსვით კონსტრუქციული დიალოგისადმი ჩვენს ერთგულებას. მადლიერებას გამოვხატავთ სლოვაკეთის მზადყოფნისთვის, გაგვიზიაროს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებული გამოცდილება. ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონული დაძაბულობების შემცირებისკენ, ზედმეტი ომების თავიდან აცილებისკენ და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოებების შემდგომ განვითარებას, ჩვენი ხალხების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გუშინ დაიწყო.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე არიან.