25 წლის პროფესიონალი მოკრივე გარდაიცვალა
1748029854
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ოპოზიცია, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსიც დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, ისინი ცდილობენ ახლა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტები გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ზოგიერთი უცხოელი ელჩი და დიპლომატი პირადად მონაწილეობდა 2024 წლის საარჩევნო კამპანიაში.
„სინამდვილეში პანიკაში და ასეთ ისტერიულ ქმედებებში ჩართული არიან ის უცხო ძალები, მათ შორის ზოგიერთი დიპლომატი, უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში. თქვენ გახსოვთ ელჩები, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში. გახსოვთ დონორები, რომლებიც აფინანსებდნენ საარჩევნო კამპანიას. შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოს საარჩევნო ისტორიაში იყო არა ფინალური ოპოზიციის აქცია, არამედ 20 ოქტომბერს NGO-ების დაფინანსებით ჩატარდა ბოლო საარჩევნო აქცია ოპოზიციის, რომელსაც აფინანსებდნენ უცხოელები. ამის შემდეგ რაც ხდება ეს არის პოლიტიკური ვენდეტა, დევნა საქართველოს ხელისუფლების. გამომდინარე იქიდან, რომ დამარცხდნენ ამ არჩევნებში, მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსიც დამარცხდა, ისინი ცდილობენ ახლა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტები გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ. აქედან არის განპირობებული ყველა ის გადაწყვეტილება, რაც მას შემდეგ ხდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
25 წლის პროფესიონალი მოკრივე გარდაიცვალა
1748029854
ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960