გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი... რა კარგია ციხეში ყოფნა - ნიკა გვარამია

გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, მსჯავრდებული ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ ამბებს ეხმიანება და ციხეში ყოფნის უპირატესობას ასე გამოხატავს:

„ციხეში ყოფნის უპირატესობები.დიტომ მომინახულა და ფეისბუქის ამონარიდები შემომიტანა. საოცარი სურათია:მიშა კვდება და ერი დუმსნობელიანტს კვალიფიკაციას უწუნებენ და ერი ისევ დუმსმთავარი არხი რეგიონებში იმედს უგებს, ამ დროს მთავარი სულს ღაფავს, იმედი ფულში იხრჩობა, ერი აქაც დუმს. ევროპული ფონდები კრიტიკულ არხებს ფულს არ აძლევენ (მერე უკვირთ, რუსეთთან საინფორმაციო ომში 10:0 რომ მარცხდებიან)სოსო (გოგაშვილი) ციხიდან უსტარს უსტარზე აგზავნის, ივანიშვილს ამხელს და თავის 15 მილიონიან ქონებას იცავს. სოსო (თოფურიძე) ისევ „ყველა ციხეში“-ს გაკივის და ოპოზიციას ამხელს.გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი. გამაოგნებელი სიბეცე.რა კარგია ციხეში ყოფნა“, -წერს გვარამია.