„სასწრაფოდ გადააზიარეთ...“ - ბათუმში, 4 წლის ბიჭი მშობლებს ეძებს
1746212437
მინდა, რომ თქვენ, როგორც სამართლიანობის აღმდგენმა კომისიამ, სწორი,შესაბამისი დასკვნა დადოთ ჩემს საქმეზე - რას შეესაბამება ეს საქმე, ასეთი მკვლელობა? - ამ კითხვით მიმართა "ნავთლუღის სპეცოპერაციისას" მოკლული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს.
მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების ჯალათურმა წყობამ ოჯახი გაუნადგურა.
„გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ე.წ. ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ტკბილი, ლამაზი გემრიელი ოჯახი. ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული იმათი ვერაგული მოქმედებით," - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომლის თანახმად, დათა ახალაია და სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანი უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში დახოცვაში მონაწილეობდნენ.
„თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა", ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში. უშიშროების სამსახური რომ ებარა, იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა - ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში." - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდა – მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე მოკლეს.