„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „geoteam“-თან ინტერვიუში საუბრობს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე, სხვადასხვა ძალების მხრიდან, გარკვეული წნეხი ხორციელდებოდა, რათა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები დაედოთ.
გველესიანი იხსენებს, რომ მაშინ კითხვა დასვა თუ რა სარგებელს მოუტანს ეს ქვეყნის ეკონომიკას და დემოგრაფიულ მდგომარეობას, რის გამოც მისი თქმით იმავე ძალები მას თავს დაესხნენ.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები და მხარდამჭერი განცხადებები დაედოთ სოციალურ ქსელებში. პრაქტიკულად უმეტესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის ხელშეუვალი აქსიომა და მანტრა. მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ ბატონებო ამის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? გააზრებული გვაქვს ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა. რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა. დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს- არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ბუნებრივია ეს ჩვენს პოლიტიკაში. და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი“- განაცხადა გველესიანმა.