ფარდას რაღაცებს ავხდიო, რომ ამბობს, რას უნდა ახადოს, პარტიაზე უნდა იჭორაოს? - პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიაზე

ცისკარიშვილი VS მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უპირისპირდება. მისი თქმით, მელია იგივე საქმეს უკეთებს პარტიას, როგორსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„ჩემს სახელს და გვარს ამ ბოლო დროს ძალიან მკაფიოდ გამოყოფს ირაკლი კობახიძე, რომელიც რაღაცებს მაბრალებს. ეს კაცი, ნიკა, ამანაც დაიწყო სხვა ტიპის ტყუილები, მაგრამ ასევე ჩემს გარშემო ტყუილების გავრცელება.

მომავალში ფარდას რაღაცებს ავხდიო, რომ ამბობს, ფარდა რას უნდა ახადოს, პარტიის შიდა ამბებს? ანუ ჩვენს პარტიაზე უნდა იჭორაოს? ჩვენი პარტია უნდა დააზიანოს? იგივე საქმე უნდა გააკეთოს, რასაც ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნება“, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ აკეთებენ ბოლო რამდენიმე წელია?“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.