„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია
1778429658
"ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ვაკეთებთ რეგიონულ ლაბორატორიებს, რაც ხელმისაწვდომობას მისცემს ფერმერებს, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ამ კუთხით ისარგებლონ და არ მოუწიოთ თბილისში, კონკრეტულად ცენტრალურ ლაბორატორიაში ჩამოსვლა", - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" მევენახეობის დარგში დანერგილ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.
დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ სადაც არის რეგიონული ლაბორატორიები, ახლა მიმდინარეობს მუშაობა მათ გაძლიერებაზე.
"მეღვინეობა-მევენახეობა შედგება რეფორმა კომპლექსურად ბევრი რაღაცისგან და, საბოლოო ჯამში, ასე მივდივართ საბოლოო შედეგზე. ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ვაკეთებთ რეგიონულ ლაბორატორიებს, რაც ხელმისაწვდომობას მისცემს ფერმერებს, რომ აუცილებლად ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ამ კუთხით ისარგებლონ და არ მოუწიოთ თბილისში, კონკრეტულად ცენტრალურ ლაბორატორიაში ჩამოსვლა. იქ, სადაც გვაქვს რეგიონული ლაბორატორიები, იმას ვაძლიერებთ, რომ კომპლექსურად დავფაროთ მომსახურებები, სადაც არ გვაქვს, იქ მივდივართ, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს და დაწყებულია ეს. სამწუხარო მოცემულობა გვაქვს, რომ ნახევარზე მეტი ვენახების არის დავირუსებული. დავირუსებული ვენახი, საბოლოო ჯამში, გვაძლევს სიცოცხლის ნაკლებუნარიანობას, ვიდრე სხვა დანარჩენ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ეს ვირუსი აუცილებლად აისახება ღვინოზე და არის აგრეთვე გადამდები, არადავირუსებულ ვენახებზე... შესაბამისად, დააინფიცირებს იმ ვენახსაც, რომელიც არ არის დაინფიცირებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორი ნერგი შეირჩეს. კომპლექსურად, ჯამში, ყველაფერს ვკრავთ იმისთვის, რომ ხარისხსა და ერთიან საბოლოო შედეგზე გავიდეთ," - აცხადებს დავით სონღულაშვილი.