რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
შავი ზღვის სტრატეგიაში ევროკავშირმა აიღო დაკავშირებადობის დღის წესრიგის ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაუმჯობესებას შავი ზღვის რეგიონთან, თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან, - განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა დენ იორგენსენმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე.
მისი თქმით, დაკავშირებადობის დღის წესრიგი სამ რამეს უზრუნველყოფს.
„პირველი - ის ქმნის საერთო სტრატეგიულ ჩარჩოს; მეორე - პრიორიტეტს ანიჭებს რეფორმებს; მესამე - აკავშირებს ინვესტიციებს პოლიტიკასთან. ამ დღის წესრიგის წინ წაწევა ჩვენს საერთო ინტერესებშია.
რეგიონული ელექტროენერგიის დაკავშირებადობა ხელს უწყობს ენერგოსისტემის ხარჯების შემცირებას, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას და ელექტროენერგიის ორმხრივ ნაკადებსა და ვაჭრობას. ეს გაზრდის რეგიონულ ვაჭრობას ენერგიით და უზრუნველყოფს რეგიონში განაწილებული განახლებადი ენერგიის რესურსების საუკეთესოდ გამოყენებას“, - აღნიშნა მან.