რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
რამდენიმე საათში ომანის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისი შესრულდება. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დანიშნა. პირველი ფრენები იგეგმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანიდან. განრიგი უკვე შეთანხმებულია. საქართველოს მოქალაქეებმა საელჩოების ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და დარეგისტრირდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, დღეს შესრულდება რეისი ომანიდან, მასკატის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით. დღეს შესრულდება რეისი ომანიდან, მასკატის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით.
საქართველოს საელჩოები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და თანამშრომლობენ საქართველოს მოქალაქეებთან. მასკატის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ ჩვენი საელჩოს თანამშრომლები, ცხელი ხაზი გააქტიურებულია და საქართველოს საელჩოს თანამშრომლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან ყურის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებთან,“ - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.