რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
საჰაერო ძალებმა თეირანსა და ისპაჰანში სამხედრო ობიექტები დაბომბეს, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„თეირანში დაიბომბა რეჟიმის მიერ იარაღის წარმოებისთვის გამოყენებული ინფრასტრუქტურა და ობიექტები, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისპაჰანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და რაკეტების შესანახი ობიექტები დაბომბეს.
ასევე, ირანული მედიის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტს დაარტყეს.