რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
ჯიმ ქერი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ მას ფრანგული კინოპრემიის, „სეზარის" დაჯილდოების ცერემონიაზე კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადაეცა. თუმცა, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მსახიობის რადიკალურად შეცვლილმა გარეგნობამ მიიქცია.
გულშემატკივრების თქმით, ჯიმ ქერის თვალის ფერიც კი განსხვავებული ჰქონდა. რომ არაფერი ვთქვათ მის მიმიკებზე, სახის ნაკვთებსა და ჟესტიკულაციაზე. ასევე, როგორც უცხოური გამოცემები წერენ, მსახიობი ცაციაა, თუმცა, ცერემონიის დასრულების შემდეგ ის ავტოგრაფებს მარჯვენა ხელით არიგებდა.
ამ ყველაფერმა ინტერნეტსივრცეში არაერთი კონსპირაციული თეორიის გაჩენა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ნამდვილი ჯიმ ქერი წლების წინ გაუჩინარდა და მსოფლიომ მისი ორეული იხილა.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ვარსკვლავმა ინიექციურ კოსმეტოლოგიას მიმართა, რომელიც ადამიანის ვიზუალს რადიკალურად ცვლის.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა „სეზარის" დაჯილდოების წარმომადგენლობა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ სცენაზე ნამდვილი ჯიმ ქერი იხილა.