„ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ დღეს სასამართლოს ხდომაზე ისაუბრა. კლინიკა "ვივამედიდან" ჩართვის დროს, ექსპრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია არალეგიტიმურია და მისი ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაზე მეტია.

"ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა. ეს ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ან ჩემი განადგურება, ეს არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა", - აღნიშნა სააკაშვილმა.