„21 წლის იყო…” - რას ჰყვებიან გოგონაზე, რომელიც სამგორის მეტროში მოულოდნელად გარდაიცვალა
1778878507
თბილისში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
კონფერენცია აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების საერთაშორისო კავშირის ორგანიზებით იმართება.
მთავარი თემა სისტემაში მიმდინარე რეფორმები და თანამედროვე გამოწვევებია. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალია გახსნა.
"საუბარი იქნება იმ თანამედროვე მიღწევებზე, გამოწვევებზე, რომელიც დღეს კანონის აღსრულების წინაშე დგას, კერძოდ საუბარია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, იმ ინოვაციებზე, რომელიც დანერგილია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას, ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ ეს ორდღიანი კონფერენცია ნაყოფიერი იქნება ყველასთვის, ვინც მონაწილეობს", - განაცხადა პაატა სალიამ.