ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის მინისტრების პანელში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ათენში, საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გაიმართა.
სამიტს 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობასა და მიმდინარეობას.
"ვიზიტის ფარგლებში მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, ენერგეტიკის მინისტრებთან. შეხვედრების ფარგლებში ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყნებში ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით საექსპორტო პოტენციალების ზრდას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო განაგრძნობს იყოს უმნიშვნელოვანესი რეგიონალური პარტნიორი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის და საქართველოს გავლით მოხდეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტი თურქეთში და თურქეთის მიღმა უკვე ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.