შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში, ვაშინგტონში. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „სუვერენული ერების ალიანსში“. ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრებს ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საკითხები.
„ალიანსზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც საქართველოსთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. კერძოდ, სიტყვის თავისუფლება. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქართული ტელევიზიების, „იმედისა“ და „პოსTV”-ის დასანქცირების ფონზე, დიდი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებამ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის შეხვედრაზე, განიხილეს ენერგოუსაფრთხოების საკითხებიც და ამ თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი. სეფაშვილის შეფასებით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა, გვაქცევს ამერიკის ეკონომიკური ინტერესის სფეროში.
„ჩვენი დელეგაცია თითქმის ერთი კვირაა, რაც აშშ-ში, ვაშინგტონში იმყოფება. ამ ხნის მანძილზე, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ „სუვერენული ერების ალიანსში“, რომელიც გამოირჩეოდა პომპეზურობით - მას ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, სენატორები და კონგრესმენები. ალიანსზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც საქართველოსთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. კერძოდ, სიტყვის თავისუფლება.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქართული ტელევიზიების, „იმედისა“ და „პოსTV”-ის დასანქცირების ფონზე, დიდი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებამ. ეს საკითხი განვიხილეთ ქვეყანათა დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად. ასევე, საუბარი შეეხო ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი. მომავალში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობა გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ალიანსის ფარგლებსა და სხვა შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც გვაქცევს აშშ-ს ეკონომიკური ინტერესის ობიექტად. სწორედ ამგვარი ინტერესთა თანხვედრა არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ურთიერთობების დინამიკა საქართველო-ამერიკას შორის პოზიტიური გახდეს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.