შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩვენ „მეგობარი აქტის“ მსგავს ინიციატივებზე ვსაუბრობდით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება.
მან ამგვარად უპასუხა კითხვას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების შესახებ. კერძოდ, სამხარაძის თქმით, მათ სთხოვეს კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს.
„იმ კონგრესმენებს, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, ამასთან დაკავშირებით, ჰქონდათ სრული მზაობა, რომ ამ შემთხვევაში საქართველოსთვის მხარდაჭერა გამოეხატათ. თუმცა, კონგრესში არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ასეთ ინიციატივებს მხარს უჭერენ სწორედ იმიტომ, რომ მათ უნდათ ვითარების დაძაბვა. თუმცა, ყველამ ერთად აღნიშნა, რომ იმ პოლიტიკოსს, რომელიც მსგავს ინიციატივებს ასრულებს და ახორციელებს, სერიოზულად არიან აღიქვამს. მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ჩვენმა რადიკალებმა და აგენტურამ მისი ეს ინიციატივები, რომლებიც სერიოზულად არ აღიქმება, სათავისოდ და იმგვარად გამოიყენონ, რომ თითქოსდა, ეს არის ზოგადად ამერიკის პოზიცია, რაც სიმართლე არ არის. ეს არის უბრალოდ, დაგეგმილი სპექტაკლის ნაწილი, რომელსაც ახორციელებენ ის გლობალური ძალები, რომლებსაც თავად ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციაც ებრძვის. თავადვე აღიარებენ, რომ ეს ძალები ჯერ კიდევ მავნებლობენ და ბოლომდე დამარცხებული არ არიან. ამის შესახებ თვითონ ტრამპიც საუბრობს.
ასე რომ, მოლოდინი, რომ მსგავსი ინიციატივები აღარასდროს ინიციირებული აღარ იქნება, ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა, იმედი და მოლოდინი, რომ მას ნაკლები მომხრე ეყოლება, და გაცილებით ყურადღებით მოეკიდებიან შინაარსსაც და წაკითხვის გარეშე, ზეპირად ნაკლები რაოდენობის ხალხი დაუჭერს მხარს, ნამდვილად გვაქვს.
ურთიერთობების ეს დათბობა, რომელიც ჩვენს ვიზიტში საკმაოდ ბევრი შეხვედრით გამოიხატება, მხოლოდ დასაწყისია და არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობა და შემდგომი განვითარებები ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება”, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ამ ვიზიტის შემდეგ ურთიერთობების შემოტრიალების მანიშნებელი, სეფაშვილმა უპასუხა:
„ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე. ეს იქნება რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მზაობა და სურვილი ჩვენ აშკარად მოვისმინეთ ყველა შეხვედრაზე”.