ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბკ

 ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მან ხმების 54,34% მოიპოვა. არჩევნების პირველი ტურის ფავორიტს, ულტრამემარჯვენე პარტიის „რუმინელთა ერთიანობის ალიანსის“ დამფუძნებელ ჯორჯე სიმიონს ამომრჩეველთა 45,66% მიემხრო. მან მარცხი უკვე აღიარა.

„ხვალიდან რუმინეთ ახალ ეტაპს დაიწყებს და მას ყოველი თქვენგანი სჭირდება. ქვეყანას სჭირდება სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოება და ახალი ადამიანები პოლიტიკაში. ჩვენ თავიდან უნდა ავაშენოთ ქვეყანა“, - ასე მიმართა დანმა მოსახლეობას.

არჩევნებში მონაწილეობა 11,6 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო.