ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა თავდაცვისა და უსაფრთხოების, მეთევზეობისა და ახალგაზრდების მობილობასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებმა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის საერთო ურთიერთგაგების შეთანხმების ტექსტი მიიღეს და დოკუმენტს უკვე მხარი დაუჭირა ევროკავშირის 27-ვე მთავრობამ.
დღეს, მოგვიანებით, ლონდონში გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სამიტია დაგეგმილი, რომელშიც პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა მიიღებენ მონაწილეობას. შეთანხმებას სავარაუდოდ დღეს მოეწერება ხელი.
„არის შეთანხმება ევროკავშირის-დიდი ბრიტანეთის სამიტის სხვადასხვა ტექსტსა და პარალელურ ასპექტებზე. ჩემი გაგებით, ყველა წევრი სახელმწიფო, როგორც ჩანს, მოხარულია წარდგენილი წინადადებებით სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ახლა მიმდინარეობს წერითი პროცედურა, რათა ყველა წევრი სახელმწიფოს ფორმალური შეთანხმება მოხდეს, თუმცა ამან პრობლემა არ უნდა გამოიწვიოს“, -განუცხადა მედიასაშუალებას ერთ-ერმა ევროპელმა დიპლომატმა.
შეთანხმება ბრიტანულ კომპანიებს ევროკავშირის მასშტაბურ თავდაცვით კონტრაქტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.