ეგ ჭინჭი მე ჩამოვხსენი, ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია - მახარაძე EU-ს დროშაზე

ზურა მახარაძე

ჩვენმა მთავრობამ ამ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ [ევროკავშირის დროშა], ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია. საქართველოში მარტო საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს, -თქვა პრორუსული ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზურა მახარაძემ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.

„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

ვანდალიზმის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდებოდა თავის ადგილს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.