ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ - პრემიერი

კობახიძე

ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იყო ჩარევა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში.

„პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა შესაბამისი განცხადებებით. 4 ოქტომბერს, როდესაც საჯაროდ გამოცხადდა დამხობის მცდელობა, ამასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ, მისი პრესსპიკერის სახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.