ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი დემოკრატიაში, უთანხმოება ინკლუზიური დიალოგით უნდა მოგვარდეს - საფრანგეთის ელჩი ელისაშვილის ქმედებაზე

საფრანგეთის ელჩი

ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი დემოკრატიაში, უთანხმოება ინკლუზიური დიალოგით უნდა მოგვარდეს, - ასე შეაფასა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ პარლამენტში ალეკო ელისაშვილის თავდასხმა მამუკა მდინარაძეზე.

„ძალადობა, იქნება ეს ფიზიკური თუ სიტყვიერი, არასოდეს არის გამოსავალი დემოკრატიაში, სადაც აზრთა სხვადასხვაობა თავისუფლად უნდა იყოს გამოხატული და ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანად, ჭეშმარიტად ინკლუზიური დიალოგის მეშვეობით“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.