ბავშვს ტვინში შინაგანი სისხლდენა ჰქონდა... - დააკავეს კაცი, რომელსაც 9 თვის შვილის მკვლელობა ედება ბრალად (აშშ)

აშშ

ოკლაჰომელი მამაკაცი 9 თვის ბავშვის მკვლელობისთვის დააკავეს.

25 წლის ჰანტერ ალენ სმაილი დააკავეს მას შემდეგ, რაც ჩვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, 10 აპრილს პოლიციამ მიიღო ზარი იმის შესახებ, რომ ბავშვი არ რეაგირებდა. ცოტა ხნის შემდეგ, ბავშვი გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში სამკურნალოდ. როგორც აღმოჩნდა, ბავშვს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა თავის ტვინში.

ჩვილი ორი დღის შემდეგ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და ფორმა ჯერ არ სახელდება.

სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, მამაკაცს ბავშვის დედასთან ძალადობის წინა ისტორია აქვს.

2023 წლის იანვარში, ის დააკავეს ოჯახში თავდასხმისა და მის წინააღმდეგ ძალადობისთვის, სანამ ის ორსულად იყო მათ შვილზე. მაშინ კაცმა საბოლოოდ აღიარა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ქალზე იძალადა, რა დროსაც მას „კარის ნაჭრები“ დაარტყა.