დიმიტრი სამხარაძე: რა სურს ნაცს? - რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ

დიტო სამხარაძე

სოციალურ ქსელებში ნაცური ტელევიზიების გვერდებსა და მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებს გადავხედე. გასაკვირიც არაფერი მინახავს, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვისი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, "ნაცებს", მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ტელევიზიებსა და "პეროიანებს", რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი სურთ, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ.

"რა თქმა უნდა ნაცური გულის გახარებით, გამოვიყენოთ ახლა სხვისი ტრაგედია ხელისუფლებაში მოსასვლელადო (რაც არასდროს მოხდება). მათ მიერ დასპონსორებული „ნიუსები“ თითქმის მთლიანად არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხებოდა. მთელი ღამის განმავლობაში მკვლელობისა და სიკვდილის თემის გაშუქებაში ხარჯავდნენ რესურსს, ხოლო ის ფაქტი, რომ შსს-მ ბრალდებული დააკავა, მოგვიანებით, სადღაც მიჩქმალულად ახსენეს.რა სურს ნაცს?რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, მეტი ადამიანური უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ. მათი აზროვნება სხვის კარნახზეა დამოკიდებული, ხოლო ადამიანური თანაგრძნობა არასოდეს ყოფილა მათი ძლიერი მხარე.ურჯულოები ხართ და აღარ გამოგდით საზოგადოების თქვენი მეპატრონეების ნებაზე ტარება!გულითადად ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ვაჟკაცის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. უფალი გფარავდეთ." - წერს სამხარაძე.