ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1772568015
ზამთრის პარალიმპიადის გარშემო მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. რამდენიმე ონლაინმედიამ გუშინ დაწერა, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს და პარალიმპიადაზე მონაწილეობს.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, 56 მონაწილე ქვეყნიდან ბოიკოტს მხოლოდ 11 სახელმწიფო შეუერთდა. შეჯიბრებაში მონაწილეობს ამერიკა, საფრანგეთი, შვედეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია, ესპანეთი, ისლანდია, ბელგია, პორტუგალია, ავსტრია და კიდევ 34 ქვეყანა. მისივე თქმით, სპორტსმენების ბულინგის ნაცვლად, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ქართველი პარაათლეტების გარშემო.
მმართველ გუნდში დაფინანსებულ ნარატივზე საუბრობენ და სპორტსმენებს მოუწოდებენ, ხელოვნურად დატრიალებულ შავ პიარს ყურადღება არ მიაქციონ.
"დაფინანსებული მტრული ორგანიზაციების წრიდან და მათი პატრონებისგან, რომელთაც ერთი ამოცანა აქვთ და სურვილი, რომ რამენაირად სპორტს, პოლიტიკას, ნებისმიერ მიმდინარეობას შეეხონ და შავი პიარი დაუტრიალონ, ამათ არაფერი გამოუვათ. კიდევ ერთხელ, მივიღებთ მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარალიმპიადის მონაწილეები ღირსეულ შედეგს დადებენ და ჩვენ ვამყობთ მათით. ხოლო ეს დანარჩენები, ვინც რაც არ უნდა თქვას და დააფინანსოს, ვურჩევდი, რომ ყურადღება არ მიაქციოს.
მსოფლიოში რამდენი სახელმწიფოა ხომ, მათ შორის, დიდი სახელმწიფოები მონაწილეობენ, არ დაუგმიათ და ჩვენგან ითხოვენ მაინც და მაინც. ამათი ნარატივები და დაფინანსებული მესიჯები ჩვენთვის არაფრის მომცემია და კიდევ ერთხელ იმ სპორტსმენებს მოვუწოდებდი, რომ ყურადღებას ნუ მიაქცევენ. მთელი საქართველო, ხალხი, ერი-ბერი გაერთიანებული ვართ და ვამაყობთ მათით", - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.