დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს აღნიშვნა იმ დღესასწაულისა, რომელიც 1700 წლისთავს უკავშირდება - ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღნიშვნას დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება.

როგორც ის ამბობს, ეს დიდი თარიღია და მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს აღნიშვნა იმ დღესასწაულისა, რომელიც 1700 წლისთავს უკავშირდება.

"დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს აღნიშვნა იმ დღესასწაულისა, რომელიც 1700 წლისთავს უკავშირდება. ძალიან დიდი დროა, ძალიან თარიღია. შევჯერდით საბოლოოდ იმ აქტივობებზე, რომელიც საპატრიარქოს მიერ არის შემოთავაზებული და რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია. სულ მალე დაიწყება ამ დღესასწაულის აღნიშვნა,“ - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.