მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
Eagle Hills-ის 6.6-ს მილიარდიანი ინვესტიციასთან დაკავშირებით, შეფასებები გრძელდება. პროექტს ოპოზიციას ისევ აკრიტიკებს. "ლელოს" უკვე რამდენიმე დღეა კამპანია აქვს დაწყებული პროექტის წინააღმდეგ და საგანგებოდ ასპონსორებს Facebook პოსტებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ღამის კურიერის" ეთერში ამტკიცებდა, რომ ახალ დასახლებებში მეჩეთებიც აშენდება. "არავითარი მეჩეთების აშენება არ იგეგმება"- ასეთია პრემიერის პასუხი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ლელოს," "პატრიოტთა ალიანსისა" და "ალტ-ინფოს" მოსაზრებები არასერიოზულია და მანიპულაციურთან ერთად, ქსენოფობიური განცხადებები კეთდება.
რაც შეეხება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას," მათი შეფასებით, ინვესტიცია საზოგადოების მხრიდან უამრავ კითხვას აჩენს, დეტალები კი გასაიდუმლოებულია.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაბულ ინვესტიციაზე, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული დემოგრაფიული სიტუაცია. ამ დემოგრაფიული სიტუაციის ფონზე, მსგავსი ასეთი პროექტი, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმაშფოთებელია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფაქტობრივად არაფერი არ არის ცნობილი კონკრეტულად და დეტალები გასაიდუმლოებულია," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.