„მის სამყაროს" კონკურსზე, იამაიკის წარმომადგენელი სცენიდან გადავარდა და დაშავდა - კადრები მედიაში ვრცელდება

მის სამყარო

ტაილანდში, "მის სამყაროს" წინასწარი შესარჩევი ტურის დროს, იამაიკის წარმომადგენელი მოდელი სცენიდან გადავარდა. ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში გავრცელდა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

"მის იამაიკა" სცენიდან ვარდნის შემდეგ ტერიტორიიდან საკაცით გაიყვანეს.

"საბედნიეროდ, მოტეხილობები არ აქვს და მას საავადმყოფოში კარგად უვლიან", - განაცხადა კონკურსის დამფუძნებელმა.