„კალმარის თამაშის“ ჰოლივუდური ვერსიის გადაღებები მომავალ წელს დაიწყება - Collider

კალმარის თამაში

სერიალ „კალმარის თამაშის“ ჰოლივუდური ადაპტაციის წარმოების დაწყება, რომელსაც რეჟისორი დევიდ ფინჩერი უხელმძღვანელებს, 2026 წლის 26 თებერვლისთვის იგეგმება. ინფორმაციას Collider-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პლატფორმა Netflix-ის წარმომადგენლებსა და თავად ფინჩერს ეს ჯერ არ დაუდასტურებიათ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კეიტ ბლანშეტის იდუმალი პერსონაჟი „კალმარის თამაშის“ მესამე სეზონის ფინალიდან, ამერიკულ ვერსიაში არ გამოჩნდება. ჰოლივუდური „კალმარის თამაში“ ორიგინალისგან სრულად გამიჯნული იქნება. სერიალში პერსონაჟების ახალი შემადგენლობა იქნება წარმოდგენილი.

„კალმარის თამაშის“ ორიგინალური კორეული ვერსია სამ სეზონს მოიცავს. ფინალური სეზონი 2025 წლის ზაფხულში გამოვიდა.