დებატის მთავარი არსი ის არის, რომ პირდაპირ რეჟიმში შეგეძლოს ოპონირება შენს ოპონენტთან. შეუძლებელია 7-კაციანი დებატი, როდესაც ყველას თავისი ფიქსირებული დრო აქვს - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

არ არის ეს დებატი, მე მაგას ვამბობ. ეს არის პანელური დისკუსია. ვერც წარმოგვედგინა, რომ ამ ფორმატზე იქნებოდა საუბარი. პანელურ დისკუსიას "ოცნება" თუ დებატად გაასაღებდა, ეს ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ აცხადებს მისი პარტია უარს "რუსთავი 2"-ზე დებატებში მონაწილეობაზე.

"დებატის მთავარი არსი ის არის, რომ პირდაპირ რეჟიმში შეგეძლოს ოპონირება შენს ოპონენტთან. შეუძლებელია 7-კაციანი დებატი, როდესაც ყველას თავისი ფიქსირებული დრო აქვს. რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა არის ეს სინამდვილეში," - აღნიშნა გიორგი შარაშიძე.