"დებატები იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოებამ ყველა მხარისგან მოისმინოს ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია" - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი

,,დებატები იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოებამ ყველა მხარისაგან მოისმინოს ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისი შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკური დებატები, რომელიც "რუსთავი 2-ის" ეთერში გაიმართება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემას შეეხება.

"დღევანდელი დებატიც მნიშვნელოვანია, რაც არის უშუალოდ ფასებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რა ხედვა, რა კონკრეტული საშუალება აქვს იმისთვის, რომ ძირითადი ინიციატივები განახორციელოს," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

მორიგი საჯარო დებატები დღეს "რუსთავი 2-ის" ეთერში - მთავარი თემა ამჯერად სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების რეგულირებაა. სტუდიაში ოპონენტების პირისპირ ქვეყნის პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დასხდებიან.

პირველი დებატებისგან განსხვავებით, ამჯერად დისკუსიაში ჩაერთვება გახარიას გუნდიც. განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.