დავით ზურაბიშვილი: იმ არჩევნების წესით, რაც გვაქვს, ფიზიკურად შეუძლებელია დაიწერო, რაც გინდა

daviti

არჩევნების გაყალბება რომ შეუძლებელია, ამაზე ყოფილი პარლამენტარი და პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი საუბრობს. როგორც მან განაცხადა, იმ არჩევნების წესით, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ფიზიკურად შეუძლებელია დაიწერო ის, რაც გინდა.

„იმ არჩევნების წესით, რაც გვაქვს, ფიზიკურად შეუძლებელია დაიწერო, რაც გინდა. მინდა, რომ ეს კარგად გავიაზროთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.