მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს
1787824908
თამარა ჩერგოლეიშვილი მიშას დროს მართლა ჟურნალის რედაქტორი კი არ იყო ან მანამდე საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე კლერკი. ის გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა ქართულ პოლიტიკაში, - წერს დავით ზურაბიშვილი.
მისი განცხადებით, არაფორმალურ დონეზე, ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის ძალაუფლებაზე გაცილებით მეტი იყო და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ზურაბიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, ახლა ახალგაზრდებს „აბოლებს“, თითქოს, წარსულში ფრილანსერი იდეალისტი იყო.
„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.