იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიასთან „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. დავით ქართველიშვილის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის უვნებლად დაკავება ქართული სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობის კიდევ ერთი მაგალითია.
„აბსოლუტურად უვნებელი გიორგი ბაჩიაშვილი, ყოველგვარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე, სამშობლოში დააბრუნეს.ჩვენი სპეცსამსახურების უნიკალურობა და ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ არცთუ ისე დიდი ოპერატიული თუ ტექნიკური ბაზის მიუხედავად, ისინი ძალიან წარმატებული ოპერაციების ჩატარებას ახერხებენ, თან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც. მაგალითისთვის, რომ არა ჩვენი სპეცსამსახურების ძალიან მაგარი მუშაობა უკრაინაში, ევროკავშირის ზონასა და თურქეთში, საქართველოში ვერ გამოავლენდნენ და ამოიღებდნენ იმ სახიფათო არსენალს, რომელიც განკუთვნილი იყო რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე ტერაქტების ჩასატარებლად“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.