დავით ნარმანია: ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, აღნიშნული ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს გვერგო პატივი, რომ საქართველომ და კონკრეტულად ჩვენმა მარეგულირებელმა კომისიამ უმასპინძლოს ამ ფორუმს

დავით ნარმანიამ WAREG-ის წარმომადგენლებს  წყალმომარაგების სექტორში სემეკის  სატარიფო რეგულირების საკითხები გაა

ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, აღნიშნული ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს გვერგო პატივი, რომ საქართველომ და კონკრეტულად ჩვენმა მარეგულირებელმა კომისიამ უმასპინძლოს ამ ფორუმს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ადრე ფორუმი ტარდებოდა ძალიან დიდ და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, საქართველომ დიდი შრომის და რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ეს ფორუმი ჩატარებულიყო სწორედ აქ.

„ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში საკმაოდ მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს, რაც გამომდინარეობს ევროკავშირის დღის წესრიგიდან და ასოცირებიდან. ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში ბოლო წლებში განხორციელებული მხარდამჭერი მექანიზმები ქმნის ახალ შესაძლებლობებს მეტი ინვესტიციის განხორციელებისთვის. ის მექანიზმები, რომლებიც მთავრობამ დანერგა ინვესტორებისთვის და მიზნად ისახავს ფასთა შორის სხვაობის თანადაფინანსებას და შესაბამისად ინვესტორები უფრო მეტად დაცულები არიან, არის სწორედ კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში.

ამას ემატება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა და შესაბამისად ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში დგას ისევე, როგორც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, არის სწორედ განხილვის და მსჯელობის საგანი, თუ როგორ შეუწყონ მარეგულირებელმა ორგანოებმა საინვესტიციო აქტივობას ხელი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.