პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1769181893
საქართველოს პარლამენტის თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოწვევით, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე ჩვენს ქვეყანას თებერვლის ბოლოს ეწვევა. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენი ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს თურქმენეთის მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი იქნება საქართველოში.
თურქმენეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ ქვეყნის როლი „შუა დერეფნის“ პროექტის განხორციელებაში ძალიან დიდია.
დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1769181893
რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს
1769180507