თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1775143850
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თავის დროზე სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს ხონჩით მიართვეს დიპლომატიური პასპორტებით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპაში. „ქართული ოცნება“ კი რადგანაც „თავს არ უხრის დაჟინებულ მოთხოვნას ჩვენმა ქვეყანამ შეასრულოს უკიდურესად დამღუპველი როლი საკუთარი თავისთვის“, იგივე რუსეთთან ურთიერთობაში - სანქციების დაწესების, ომის გაჩაღების თვალსაზრისით, ამიტომ თითიდან გამოწოვილი, არ არსებული მიზეზებით ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული.
„რაც შეეხება შვეიცარიის ნაბიჯს, ფაქტობრივად ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან შენგენის ზონა შედგება როგორც ევროკავშირის ისე არაწევრი ქვეყნებისგან. იგივე შვეიცარიისგან და შენგენის ზონასთან მიმართებით, ერთი ხელწერა, ერთი პროცესი განვითარდა. ამ შემთხვევაში შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ. ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დასტურია იმ პოლიტიკის მდაბიო ზღვარს ქვემოთ, ფსკერს ქვემოთ დაშვებისა, რასაც ევროჩინოვნიკები საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით ახორციელებენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.