ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, USAID-ის დახურვის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ტვირთის აღებას ევროპული ფონდები ცდილობენ.
„როდესაც USAID დაიხურა, როდესაც შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ დიახ, ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა უკვე ევროპაში გადაინაცვლა და ევროპული ფონდები შეეცადნენ, აეღოთ ის ტვირთი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა USAID-ს. დღეს ვხედავთ, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია - ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები.
ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოშია მიღებული, როგორც „ფარას“ კანონი, ასევე კონკრეტულ ფონდებთან დაკავშირებით ხარჯვის ნაწილში გაკონტროლების თვალსაზრისით, არის აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის და ქვეყანაში დემოკრატიული აღმშენებლობის გასაძლიერებლად და გასაგრძელებლად, რასაც სამწუხაროდ, ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ფარგლებს გარედან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, მათ შორის არიან ქართული „ენჯეოები“.