უნდა მოინათლოს თუ არა ბავშვი სასწრაფოდ, როდესაც ოჯახში ვინმე გარდაიცვლება - ეკლესიის განმარტება
1789584607
მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.
მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით „უსამართლობა იყო ის კამპანია, რომელიც როგორც ევრობიუროკრატების, ასევე ყოფილი ადმინისტრაციის მიერ იყო ნაკარნახევი“.
„გამორჩეული ადგილი ამერიკას აქვს, სადაც „ფარა“ მოქმედებს. მისი ანალოგი საქართველოში მივიღეთ, რომელსაც სრულიად უსამართლოდ „რუსული კანონი“ დაარქვეს, არადა, თავიდან-ბოლომდე ამერიკული შინაარსის იყო. ვხედავთ, რომ ამერიკაში „ფარას“ კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული რეგულაციები ინიცირდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში აქტუალური საკითხია საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვან, რომელიც გარე ძალებისგან მომდინარეობს. ვხედავთ, თუ როგორი უსამართლობა იყო ის კამპანია, რომელიც როგორც ევრობიუროკრატების, ასევე ყოფილი ადმინისტრაციის მიერ იყო ნაკარნახევი. ეს ყველაფერი იყო ტყუილი და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები“,- განაცხადა მათიკაშვილმა.