დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება - კვლევა
1770221692
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მექანიზმს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილმა განმარტა, თუ რატომ მკაცრდება „გრანტების შესახებ კანონი“.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი ხელისუფლება რეაგირებს და შესაბამის პასუხს სცემს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევისა და უგულებელყოფის საშუალებით ქვეყანაში არაგამჭვრივალე თანხების შემოტანას ემსახურება.
შეგახსენებთ ევროკომისრისა და ევროკავშირის ელჩის პირდაპირ აღიარებით ჩვენებას, სადაც მათ თქვეს, რომ აქვთ თანხები, რომელზედაც ფიქრობენ, თუ როგორ მიაწოდონ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას კანონის გვერდის ავლით. მათ კარგად იციან, რომ ძალიან მარტივი საქართველოში „გრანტის შესახებ“ კანონის დაცვით თანხის შემოდინება და კეთილი მიზნებისთვის მოხმარება. ამას ერთადერთი პირობა სჭირდება და ეს არის ხელისუფლების თანხმობა. თუკი ხელისუფლებას არ მიმართავ და მისგან არ გამოითხოვ თანხმობას, მაშინ გასაგებია, ნებართვას არ ითხოვ იმ მიზნების განსახორციელებლად, რომელიც არ ეხება კეთილ დანიშნულებას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
3 თებერვალს, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს