დავით მათიკაშვილი: ევრო ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს გონივრულობის ფარგლებს. ჩვენს ხალხზე უნდა შეწყდეს ძალმომრეობა, რაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თუ შეწყვეტის საბაბით პრაქტიკულად მთელს საზოგადოებასა და ერზე ზეწოლას გულისხმობს

დავით მათიკაშვილი

ევრო ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს გონივრულობის და საზრიანობის ფარგლებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატიის მხრიდან არაობიექტური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უნდა შეწყდეს.

„ჩვენს ხალხზე უნდა შეწყდეს ძალმომრეობა, რაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თუ შეწყვეტის საბაბით პრაქტიკულად მთელს საზოგადოებასა და ერზე ზეწოლას გულისხმობს, პროცესი უნდა გაგრძელდეს პოზიტიურ რელსებზე შედგომით.

ის, რაც ჩვენ ვიხილეთ 2025 წელს, არ მეტყველებს იმაზე, რომ ევრო ბიუროკრატია მყისიერად აპირებდეს დაუბრუნდეს მშვიდობიანობის ღერძს, რის გარშემოც თავის დროზე შეიქმნა ევროკავშირი. ჩვენ მაინც ვიქნებით ოპტიმისტები და ვიმედოვნებთ, რომ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის ურთიერთ მისაღები და სასარგებლო ნიადაგი კვლავ დაბრუნდება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.