1795088178
დათუნაშვილი ფონიჭალაში მომხდარზე: ეს შემთხვევა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი ტრაგედიისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ ტრაგედიის ნაწილია აგრეთვე ის უბედურება, რომელიც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიების აკრძალვა არის ამ პროცესის მიზანი
„ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი, ფონიჭალაში მომხდარზე აცხადებს, რომ ამ ტრაგედიის ნაწილია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომლის მიზანია ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.
„ეს შემთხვევა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი ტრაგედიისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ ტრაგედიის ნაწილია აგრეთვე ის უბედურება, რომელიც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიების აკრძალვა არის ამ პროცესის მიზანი“, - განაცხადა დათუნაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.











