"დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გაგრძელდება "ქართული ოცნების" პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა" - ზამურ ჭითანავა

ჭითანავა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

"საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად გავაკეთე და, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას.

დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის - "ქართული ოცნების" მიერ დაწყებული პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა", - წერს ზამურ ჭითანავა.