ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ
1775710410
დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნების ელჩებთან ერთად ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგო 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას.
როგორც დანიის საელჩოს სოციალურ ქსელშია აღნიშნული, 9 აპრილი საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღეა.
„9 აპრილი საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღეა, რადგან ის აღნიშნავს 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა თბილისში ძალადობრივად დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ამ მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია საქართველოში დანიის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.