„დანა შე­უ­და­რე­ბე­ლი პრესმდი­ვა­ნი იქ­ნე­ბა...“ - როგორია UFC-ის პრე­ზი­დენტის პასუხი ტრამპის შეთავაზებაზე

დანა უაითი

პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა შა­ბათს UFC-ის პრე­ზი­დენტს მი­მარ­თა და შეს­თა­ვა­ზა, რომ თეთ­რი სახ­ლის პრესმდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­კა­ვე­ბი­ნა.

"დანა შე­უ­და­რე­ბე­ლი პრესმდი­ვა­ნი იქ­ნე­ბა. დანა, გთხოვ, და­თან­ხმდი ამ სა­მუ­შა­ოს!” - და­წე­რა ტრამპმა Truth Social-ზე.

CNN-ის ცნობით, UFC-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ტრამ­პის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი თქვა და უფრო მე­ტიც, ამას არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა უწო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთ-ერთი თა­ნა­შემ­წის თქმით, ტრამ­პი ხუმ­რობ­და, პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც კა­რო­ლინ ლი­ვი­ტი­სა და კეტი ზა­ქა­რი­ას წას­ვლის შემ­დეგ, იგი ახალ პრესმდი­ვანს კვლავ ეძებს.

შა­ბათს თეთ­რი სახ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტორ­მა სტი­ვენ ჩე­უნ­გმა პრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვა გა­და­ა­ზი­ა­რა და და­ა­მა­ტა: “მა­გა­რია! გა­ა­კე­თე ეს, @DanaWhite!“ ამას­თან, დანა უა­ით­მა ინ­სტაგ­რამ­ზე თეთ­რი სახ­ლის ტრი­ბუ­ნას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით: “On to the next chapter“

✕