„დამოკიდებულება და ნარკომანია ადამიანს ართმევს არჩევანის საშუალებას... სავალდებულო რეაბილიტაცია შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ადამიანის დახმარება და მასზე ზრუნვა“ - თამაზ ტუღუში

თამაზ ტუღუში

"დამოკიდებულება და ნარკომანია ადამიანს ართმევს არჩევანის საშუალებას. ადამიანი ისე არის დამოკიდებული რაღაც ნივთიერებაზე, რომ მას არჩევანის საშუალება არ აქვს, მოიხმაროს თუ არ მოიხმაროს, ანუ ეს ძალიან ახლოს არის კომპულსიურ-ობსესიურ აშლილობასთან, არ არის, მაგრამ ძალიან ჰგავს ამ ყველაფერს," - ამის შესახებ სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა, თამაზ ტუღუშმა გადაცემაში "დებატები" განაცხადა.

"არ ვიცი, რას ნიშნავს იძულებითი მკურნალობა, მაგრამ სავალდებულო რეაბილიტაცია შეიძლება ადამიანის მოხდეს, რადგან ამ ადამიანს არ აქვს არჩევანის საშუალება, ამ მომენტში სავალდებულო რეაბილიტაცია შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ადამიანის დახმარება და მასზე ზრუნვა," - აღნიშნა თამაზ ტუღუშმა.